სოკოლოვი რომან გოცირიძეს – მაგ უნამუსოს უნდა მივმართო, თქვას, სად წაიღო ჩემი 580 ათასი
საქართველოს ტელევიზიის ყოფილი წამყვანი, 81 წლის დავით სოკოლოვი გაზეთ „ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში პარლამენტის წევრ რომან გოცირიძეს მიმართავს.
„რომან გოცირიძეს, მაგ უნამუსოს უნდა მივმართო! პარლამენტიდან ჭკუადამჯდარი და საზოგადოებისთვის გულდამწვარი სახით რომ ლაპარაკობს, თქვას, სად წაიღო ჩემი 580 ათასი მანეთი, მაგისი შემუშავებული გეგმით „ახალ ქართულ ბანკში” რომ შემატანინეს და მერე 10 მილიონ კუპონად, ანუ 3 ლარად მიქციეს? ეს მაშინ იყო, როცა დოლარი 67 კაპიკი ღირდა. დღეს ეს კაცი ჭმუნვით ზის პარლამენტში, ხოლო მე – გაქურდული და სახლდამწვარი – მოხუცებულთა თავშესაფარში. მიპასუხოს გოცირიძემ, თუნდაც რომელიმე სატელევიზიო გადაცემიდან ან პარლამენტის ტრიბუნიდან: სად წაიღო ჩემი 580 ათასი მანეთი?” არ მინდა ახლა მაგაზე თინა ბოკუჩავას გამოსვლები“, – განაცხადა სოკოლოვმა.