ლადო სადღობელაშვილი მაკა ჩიჩუას უპირისპირდება – „გადაუხდი და შენს ახლობელს გაათავისუფლებენ პატიმრობიდან“
„მაკა ჩიჩუა გახლავთ „პატარა რეზიდენციის დიდი დიასახლისი“ – ეს ქალბატონი მართავს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, როგორც უნდა და რანაირადაც უნდა. დაახლოებითი ფასებიც კი არის ცნობილი – მარტივი დანაშაულიდან „სტავკა“ დაწესებულია 70 ათასი დოლარი, ანუ, თუ გინდა, რომ შენს პატიმარ მეგობარს ერთი ხუთი წელი დააკლონ, ან შეიწყალონ, ამისთვის შენ შუამავალის ხელით, ქალბატონ მაკა ჩიჩუას უნდა გადაუხადო მინიმუმ 70 ათასი დოლარი და პრაქტიკულად გარანტირებული გაქვს, რომ შენს ახლობელს გაათავისუფლებენ პატიმრობიდან! ანუ, მაგალითად „ბარიგების“, ან სხვა მძმე დანაშაულის ჩამდენი ადამიანების ციხეებიდან გათავისუფლება, რომლებსაც 10-15 წელი აქვთ მისჯილი, ხდება მაკა ჩიჩუას მეშვეობით“,- ამის შესახებ გაზეთ „ალიას“„ქართული მარშის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლადო სადღობელაშვილმა განუცხადა.
-თქვენ ამბობთ, რომ მაკა ჩიჩუამდე მიაქვთ კონკრეტული პატიმრის ამბავი, მერე იხდიან გარკვეულ თანხას მისი შეწყალების სანაცვლოდ და მერე უკვე ქალბატონი მაკა თავის მეუღლეს ეუბნება, ესა და ეს ადამიანი შეიწყალეო?
მარგველაშვილს ეუბნება ამას, თუ მისი ადმინისტრაციის წევრები ჰყავს დახვეული ხელზე, თუ კომისიის წევრები, ეს სხვა საკითხია. აქ საუბარია თვითონ ფაქტზე, რის შესახებაც ქალაქში უკვე დადის ხმა, რომ თბილისში ჩვენ შეგვიძლია მოვიძიოთ კონკრეტული პიროვნებები (და არ მინდა ახლა მათი დასახელება), ვინც შუამავლების როლს ასრულებენ ამ საქმეში. თუ საქმე საქმეზე მიდგა, მიჩივლოს ქალბატონმა მაკამ და ვნახავთ, რაც იქნება. ყველაფერი იმ შეწყალებებიდანაც კარგად ჩანს, რაც მარგველაშვილმა თუნდაც წელს გააკეთა, ამას სიუჟეტიც მიეძღვნა ტელევიზიებში.
-როგორც ცნობილი გახდა, პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა სიაში არაერთი მძიმე დანაშაულში ბრალდებული პირია მოხვედრილი, მათ შორის ნარკორეალიზატორები, მკვლელები…
კი ბატონო – მოძალადეებზე, ნარკომომხამარებლებზე, ნარკორეალიზატორებზე და მკვლელებზეა საუბარი! შე დალოცვილო, პრეზიდენტად რომ მოდიოდი, ხომ იძახდი -მე მძიმე დანაშაულში ბრალდებულ პირებს არ შევიწყალებო? და ახლა უეცრად პირიქით აკეთებ? შენ კი არა, პირველ რიგში მაკა ჩიჩუა აკეთებს ამ ყველაფერს და მარგველაშვილზე რომ ვიძახი, ჩვარია -მეთქი, ამაში მართალი ვარ! თუ ვცდები, თუ ვიტყუები – აგერ არის სასამართლო – ის სასამართლო, რომელსაც ჩვენი პრეზიდენტი აქებს და ადიდებს. მიჩივლოს და მერე ყველა გაიგებს სიმართლეს, თუ ძალიან უნდათ! მაგრამ როგორ მოიჭრიან იმ ტოტს, რომელზეც სხედან? ესენი მდიდრედებიან ბინძური ფულით და კრიმინალებს ათავსუფლებენ საპატიმროებიდან! _ აღნიშნავს სადღობელაშვილი.