„მკვლელობა ოქროს კრუხ-წიწილისთვის?!“ – რას ჰყვებიან ზაჰესში მოკლული ცოლ–ქმრის მეზობლები

“ცოლ-ქმარს ჰქონდა უძველესი ნივთი ახალგორის განძეულიდან” – მკვლელობა ოქროს კრუხ-წიწილისთვის?! – ამ სათაურით გაზეთი „კვირის პალიტრა“ ზაჰესის­ დასახლებაში მომხდარი მკვლელობის შესახებ სტატიას აქვეყნებს.
მეზობლების ინფორმაციით, გარდაცვლილი ცოლ–ქმარი ახალგორიდან იყო და წეროვანის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობდა.
მათივე ცნობით, ზაჰესში საცხოვრებელი­ არ ჰქონდათ და მაღაზიაში ათენ-აღამებდნენ.­ როგორც გაირკვა, მარკეტიდან თანხა წაღებული არ არის.
როგორც “კვირის პალიტრა” წერს, ერთ-ერთი ვერსიით, ცოლ-ქმრის დაყაჩაღების მოტივი უძვირფასესი ნივთი იყო, რომელიც მათ ოჯახში ინახებოდა.
წეროვანის დასახლების მცხოვრებლები ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით საუბრობენ.
„ყაჩაღებს ფულისთვის­ ხელი არც უხლიათ. როგორც ამბობენ, ისინი იქ სხვა მიზნით მივიდნენ, კერძოდ, ოჯახს ჰქონია უძველესი ნივთი – ოქროს კრუხ-წიწილა, რომელიც ახალგორის განძეულიდანაა და შეუფასებელია. მოკლული ერვანდ ტატიშვილის ბაბუას უპოვია და ის ოჯახის რელიკვია იყო… წინააღმდეგობის გაწევის დროს თავდამსხმელებს ჯერ ქალი შემოაკვდათ, შემდეგ კი კაცი მოკლეს. სხვა რა შეიძლება იფიქრო, როცა მაღაზიიდან არც ფულია წაღებული, ცოლ-ქმარს არც მტრები ჰყავდა და არც არავის ვალი ჰქონიათ?“, –აცხადებენ ადგილობრივები.
15 იანვრის ღამით, თბილისში, ზაჰესის­ დასახლებაში, ცეცხლსასროლი იარაღით ცო­ლ-ქმარი – 66 წლის ერვანდ ტატიშვი­ლი­ და 51 წლის ინგა ხუბაევა – მოკლ­ეს. შემთხვევა ცოლ-ქმრის მინიმარკეტში­ მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები