მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა – პატრულის თანამშრომლის და მისი მეუღლის გარდაცვალებაზე ახალი ვერსია ვრცელდება

ტელევიზიით ითქვა, რომ როცა კახა (ვლადიმერ) ქრისტესაშვილი და მისი მეუღლე სახლში იყვნენ, მათთან მივიდნენ შვილები და შვილიშვილები, მათი წასვლის შემდეგ კი ძალიან ახლობელი ადამიანი ესტუმრათ. ტელევიზიით ისიც კი გაცხადდა, რომ გაზის გამათბობელში აღმოჩნდა სხვადასხვა საგანი, რომელიც ჩაჭედილი იყო გამათბობელში, რის გამოც გაიგუდნენ, – ამის შესახებ გაზეთ „ალიას“ უშიშროების ყოფილმა ოფიცერმა, ლევან ჩხიკვაძემ განუცხადა.
“როგორც ჩანს, სტუმარი მასპინძელთა მხრიდან ნდობით სარგებლობდა და ამიტომ, როგორ შეიძლებოდა ტექნიკური თვალსაზრისით, გაზის გამათბობელი სტუმარს დაეზიანებინა, ამას როგორ მოახერხებდა?
კარგად მომზადებული პირისთვის, რომელიც სტუმრად მივიდა ოჯახში და ნდობით სარგებლობდა, ამის გაკეტება იოლი იყო. გამათბობლის მილი გარეთაა, რომლის ამოქოლვა იწვევა „co“-ს დაგროვებას, ეს ყველამ იცის და ასეთი რამეების გაკეთება რთული არ არის, თუ უნდათ.
თქვენ დარწმუნებით ამბობთ, რომ ცოლ-ქმარი მოკლეს?
თუ გავითვალისწინებთ ქრისტესაშვილის ოპერატიულ გამოცდილებას, მას ნორმალურად დამონტაჟებული გაზის გამათბობელი ექნებოდათ და არა კუსტარული. როგორ მოხვდა გამათბობელში სხვადასხვა საგანი, თუ ეს ვინმემ სპეციალურად არ გააკეთა?!
თუ გახსოვთ სააკაშვილის რეჟიმის დროს, პოლიტოლოგი რამაზ კლიმიაშვილიც გაზით გაიგუდა.
კლიმიაშვილი ჩემი კარის მეზობელი იყო, ისიც ძნელი დასაჯერებელია ჩემთვის, რომ კლიმიაშვილს, რომელიც უზრუნველყოფილი ცხოვრობდა, გაუმართავი ჰქონდა გაზის გამათბობელი. ის სააკაშვილის რეჟიმმა მოიშორა.
კახა ქრისტესაშვილი და მისი მეუღლე რამდენიმე დღის წინ საკუთარ სახლში გადაცვლილი იპოვეს. გაირკვა, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომელი კახა ქრისტესაშვილი, ვერეს ხეობაში სტიქიური მოვლენების დროს სამაშველო ღონისძიებებში მონაწილეობდა და პატარა ბავშვი გადაარჩინა”, – წერს “ალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები