სასამართლო პროცესზე ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ 11 მოწმე დაიკითხება
საქალაქო სასამართლოში 2011 წლის 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ვანო მერაბიშვილის პროცესი დაიწყო. სასამართლოს დაწყებამდე, პროკურორმა ნათია მეზვრიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ დღევანდელ პროცესზე, ბრალდების მხარის მოთხოვნით, 11 მოწმე დაიკითხება. როგორც ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ბრალდების მხარის მოწმეები ადასტურებენ, რომ 2011 წლის 26 მაისის აქციაზე იყვნენ, სადაც არალეგიტიმური აქციის დაშლა მოხდა.
დღევანდელ პროცესს ბრალდებული ვანო მერაბიშვილი დაესწრება.