ექსკლუზივი: აზერბაიჯანისთვის გადაცემული უვადო სერტიფიკატი და დაკარგული მილიონები – არის თუ არა, „თბილავიამშენის“ ხელშეკრულება სახელმწიფო დანაშაული?

დაკარგული მილიონები და კავკასიაში ერთ დროს უკონკურენტო სს „თბილავიამშენის“  ხელმძღვანელის, პანტიკო თორდიას მიერ აზერბაიჯანისთვის გადაცემული უვადო  სერტიფიკატი, რომლითაც საქართველომ დაკარგა პრივილიგია,  კავკასიის რეგიონში  ყოფი11756525_388697984669724_332228513_nლიყო ერთადერთი ქვეყანა,  რომელსაც საბჭოთა წარმოების „სუ -25“ების კაპიტალურ რემონტის შესაძლებლობა ჰქონდა.
დაუჯერებელია, თუმცა ფაქტია, რომ „თბილავიამშენმა”,  რომელიც თავისი პროფილით კავკასიაში ყველაზე მსხვილ, უკონკურენტო კომპანიას წარმოადგენდა, 2010 წელს გაფორმებული შეთანხმებით,  აზერბაიჯანს  საფრენი აპარატების უვადოდ და უპირობოდ რემონტის  შესაძლებლობა მიანიჭა.  ამის შესახებ  ოფიციალური დოკუმენტი გაფორმდა და „თბილავიამშენის“ ხელმძღვანელმა მეზობელ ქვეყანას შესაბამისი სერტიფიკატი გადასცა.
შეთანხმება ასევე  ითვალისწინებდა: აზერბაიჯანისთვის თვითმფრინავების ამწყობი  ტექნიკური აღჭურვილობის, სარემონტო ტექნოლოგიის, აპარატურის, სარემონტო ქარხნის მოწყობის გადაცემას.
 რაც  ასევე მნიშვნელოვანია,  „თბილავიამშენმა“   მეზობელი ქვეყნის საავიაციო ბაზაზე  მიავლინა საკუთარი კვალიფიციური სპეციალისტები, აზერბაიჯანელი კადრები გადაამზადა და სერტიფიცირება გაატარა.  შედეგად, დღეს აზერბაიჯანში, კერძოდ, ქალაქ სუმგაითში  არსებობს ძლიერი საავიაციო საწარმო, სადაც  მეზობელი ქვეყანა  წარმატებით ახორციელებს სხვადასხვა ქვეყნიდან მიღებულ შეკვეთებს.  მათ შორის, „სუ-25“-ების კაპიტალურ რემონტს.
100902-2საქართველომ ამით საფრენი აპარატების შერემონტების ექსკლუზიური შესაძლებლობა და,  შესაბამისად,  ძვირად ღირებული დაკვეთები დაკარგა. მან  რეგიონში ძლიერი კონკურენტი საკუთარი ნებით გაიჩინა და ამით ქვეყანას  მნიშვნელოვანი მატერიალური და ინტელექტუალური  ზარალი მიაყენა.
რთულად წარმოსადგენია, რომ „თბილავიამშენს აზერბაიჯანთან ასეთი მნიშვნელობის კონტრაქტი თვითნებურად, სახელმწიფოს გვერდის ავლით, პროცედურების დაცვის გარეშე გაეფორმებინა.
იყო  თუ არა ეს  სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დანაშაული და ეროვნული ინტერესების უგულებელყოფის ფაქტი?
 საინფორმაციოანალიტიკურმა პორტალმა „კვირამ სს  „თბილავიამშენსადა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს შორის 2010 წლის 10 ივნისს  გაფორმებული სკანდალური შეთანხმების დანართი ექსკლუზიურად მოიპოვა.
„კვირა“  სკანდალური შეთანხმების დეტალებით დაინტერესდა.

11737135_388697998003056_675958594_nროგორც ირკვევა, 2010 წლის კაბალური ხელშეკრულების დადებას წინ უსწრებდა 2008 წლის 14 ივნისს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროსა და სს „თბილავიამშენს“ შორის გაფორმებული კონტრაქტი.
ორი ქვეყნის შეთანხმების თანახმად,   „თბილავიამშენს“ კონტრაქტის ძალაში შესვლიდან 18 თვის ვადაში, ანუ 2009 წლის ბოლომდე – შემკვეთისათვის, ამ შემთხვევაში აზერბაიჯანისთვის, უნდა მიეწოდებინა 124 000 000 აშშ დოლარის ღირებულების 15 ერთეული მოიერიშე თვითმფრინავი “სუ-25“  სრული კომპლექტაციით და 25 076 370 აშშ დოლარის ღირებულების სათადარიგო ნაწილები.
თუმცა, 2008 წლის აგვისტოს  ომის გამო „თბილავიამშენმა“ ვეღარ მოახერხა აზერბაიჯანის დაკვეთის დათქმულ ვადებში შესრულება. ვითარება გაართულა იმანაც, რომ საქართველო-რუსეთს შორის გაწყდა დიპლომატიური და სავაჭრო ურთიერთობა. „თბილავიამშენი“ „სუ 25“-ების ძრავებს  სწორედ რუსეთისგან ყიდულობდა, შესაბამისად, მან  ტექნიკური აღჭურვილობის შეძენა ვეღარ შეძლო.
საქართველოში  შექმნილი ფორსმაჟორული სიტუაციის გამო კონტრაქტი დროებით შეჩერდა.
„კვირას“ წყაროს ცნობით,  უკვე 2010 წელს,   საავაციო ქარხანაში კრიზისული სიტუაცია შეიქმნა:  კომპანია მუშაობს ზარალზე, მას აქვს 70- მილიონიანი ვალი,  შეჩერებული აქვს კონტრაქტები, თანამშრომლების 80  პროცენტი უხელფასო შვებულებაშია,  თანამშრომლების დარჩენილი ნაწილი კი, კუთვნილ ხელფასებს ვერ იღებს.
„თბილავიამშენში“ შედის კონტროლის პალატა და კერძო აუდიტის სამსახური,  მოწმდება ფინანსური 201007012317ანგარიშები, აღმოჩენილია დარღვევები და  ამ ყველაფრის საფუძველზე  საავიაციო ქარხნის მაშინდელ დირექტორს  პანტიკო თორდიას ფინანსურ პოლიციაში იბარებენ.
„კვირას“ ინფორმაციით, საგამოძიებო უწყებაში დაკითხვაზე მისულმა თორდიამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანული მხარისგან დაკვეთილი აქვს მრავალმილიონიანი კონტრაქტი, რომელიც მისი დაკავების შემთხვევაში ვეღარ შესრულდება. „თბილავიამშენის“ დირექტორმა სამართალდამცველები დაარწმუნა, რომ  მის გარეშე  აზერბაიჯანელების დაკვეთა ვერ  განხორციელდებოდა, რადგან მას ჰქონდა პირადი მოლაპარაკება მეზობელი ქვეყნის პირველ პირებთან.
„კვირას“ ინფორმაციით, შედეგად, საგამოძიებო უწყებაში პანტიკო თორდიას და მისი კომპანიის წინააღმდეგ  დაწყებული საქმე დღემდე შეჩერებულია.
საგულისხმოა, რომ  თორდიას წინააღმდეგ საქმის აღძვრას  დროში  დაემთხვა  ერთი ფაქტი:  საავიაციო საწარმოს ხელმძღვანელი  გადაწყვეტილებას იღებს და „თბილავიამშენს“  კეთილი ნების საფუძველზე სახელმწიფოს საჩუქრად გადასცემს….  70 მილიონი ვალით.
„კვირას“ ინფორმაციით, საგამოძიებო უწყებამ პანტიკო თორდიას აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების განახლების დრო და საშუალება მისცა.
სს „თბილავიამშენი“  აზერბაიჯანთან მოლაპარაკებას 2010 წელს აახლებს. პანტიკო თორდია აზერბაიჯანში ჩადის.
11753790_388698011336388_81275508_n10 ივნისს ფორმდება 2008 წელს გაფორმებული ხელშეკრულების დამატება №1, რომლითაც შეიცვალა  პირობები და მასში ქართული მხარის საზიანოდ შევიდა დამატებითი პუნქტები.
კონტრაქტის დანართის მიხედვით, საქართველოს  მეზობელი ქვეყნის დაკვეთა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე უნდა შეესრულებინა.  კერძოდ, ქალაქ სუმგაითში არსებული საავიაციო საწარმოს ბაზაზე.
საფრენი აპარატების რემონტისთვის ძრავები  მეზობელ  ქვეყანას რუსეთიდან უნდა  შეეძინა, დანარჩენი აგრეგატები და რემონტისთვის საჭირო ტექნიკა კი, საქართველოდან  უნდა გაეგზავნათ.
დანართის თანახმად,  „თბილავიამშენს“ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროსთვის  ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე, სრულიად უფასოდ, საკუთრებაში  უნდა  გადაეცა   “სუ-25“ -ის კაპიტალური სარემონტო ქარხნისთვის აუცილებელი  მოწყობილობა და საკონტროლო-შესამოწმებელი აპარატურა, ასევე – ტექნიკური დოკუმენტაცია და საჭირო ლიტერატურა.
ამავე დამატებითი პუნქტებით, „თბილავიამშენი“ 2010 წლის 30 ნოემბრამდე სუმგაითის საავიაციო ბაზის ტერიტორიაზე სარემონტო უბნების  და ლაბორატორიების მოწყობის ვალდებულებას იღებდა.  ქართველ სპეციალისტებს აზერბაიჯანელი კადრები უნდა გადაემზადებინათ, ჩაეტარებინათ მათთვის ატესტაცია და გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.
2010 წელს ამ შეთანხმების შესრულება დაიწყო.
„კვირას“ ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში არ იძებნება არანაირი ნებართვა, აზერბაიჯანისთვის თვითმფრინავების ამწყობი ან სარემონტო ტექნოლოგიის, აპარატურის, სარემონტო ქარხნის მოწყობის და შესაბამისი ატესტაცია-სერტიფიცირების, ქარხნის პერსონალის ატესტაცია-სერტიფიცირების გაყიდვის თაობაზე.
იყო თუ არა, ან უნდა ყოფილიყო თუ არა საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება ინფორმირებული აზერბაიჯანთან დადებული ამ შეთანხმების თაობაზე?

20130930031003pantikoკვირა“ აღნიშნული საკითხის შესაფასებლად „თბილავიამშენის“ ხელმძღვანელს დაუკავშირდა. პანტიკო თორდია აცხადებს, რომ აზერბაიჯანთან აღნიშნული კონტრაქტი, მართლაც, გაფორმდა, თუმცა ის საქართველოსთვის საზიანო არ ყოფილა. 

თორდია „კვირასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ „თბილავიამშენს“ აზერბაიჯანისთვის არც „სუ 25-“ებზე რემონტის ჩატარების ლიცენზია გადაუცია და არც სპეციალისტები მოუმზადებია მეზობელი ქვეყნისთვის.

 შპს „თბილავიამშენის“ დირექტორი განმარტავს, რომ 2008 წელს აზერბაიჯანმა „თბილავიამშენს“ რამდენიმე ერთეული „სუ-25“ ტიპის თვითმფრინავის დამზადება, მართლაც, დაუკვეთა. რაც შეეხება 2010 წელს,  ასევე „თბილავიამშენსა“ და აზერბაიჯანულ მხარეს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას, თორდიას მტკიცებით, მაშინ აზერბაიჯანში არსებულ სუმგაითის ბაზას „თბილავიამშენმა“  უსასყიდლოდ და უვადოდ მხოლოდ თვითმფრინავების საკონტროლო სტენდები გადასცა.

“თბილავიამშენსა“ და აზერბაიჯანულ მხარეს შორის 2008 წელს მომზადებული შეთანხმების მიხედვით, ჩვენ ქარხანას სპეციალურად აზერბაიჯანული მხარისთვის უნდა აეწყო და გადაეცა რამდენიმე ერთეული ახალი „სუ 25“ -ები და სამარაგო ნაწილები. მეზობელი ქვეყნის დაკვეთა 2 წელიწადში უნდა შეგვესრულებინა. ამ კონტრაქტის ღირებულება სულ 149 მილიონ 700 ათასი იყო. სრული თანხიდან სამარაგო ნაწილების მიწოდების თანხა 26 მილიონს შეადგენდა.
კონტრაქტი 2008 წლის ომამდე უკვე გამზადებული იყო, თუმცა მხარეებს ხელი არ გვქონდა მოწერილი. კონტრაქტის შედგენას წინ უძღოდა დაახლოებით ერთწლიანი მუშაობა. 2008 წლის აგვისტოს ომის გამო პაუზის აღება მოგვიწია. როგორც მოგეხსენებათ,  რუსებმა ჩვენი აეროდრომის ტერიტორიაზე 4 ბომბი ჩამოაგდეს, საბედნიეროდ, ოთხივე ბომბი ასცდა ასაფრენ-დასაფრენს, თუმცა ერთი კაცი დაშავდა და ერთი მიწისზედა რადიოსადგური მწყობრიდან გამოვიდა, 2 ბომბი მტკვარში ჩავარდა. მოგვიანებით, როცა ვითარება შედარებით დამშვიდდა, მე მქონდა საუბარი აზერბაიჯანის საჰაერო ძალების სარდალთან, რომელმაც მითხრა, რომ მათი მხრიდან „სუ-25“-ის დამზადების თაობაზე დაწყებული კონტრაქტის გაფორმების მზაობა არსებობდა. აზერბაიჯანმა გამოყო შესაბამისი სპეციალისტები, ისინი ჩამოვიდნენ ჩვენთან, ადგილზე გაეცნენ ვითარებას,  ნახეს, რომ ტექნოლოგიურად ჩვენი ქარხანა მწყობრში იყო და ისევ განახლდა კონტრაქტზე მუშაობა. 2008 წლის ნოემბერში გაფორმდა კონტრაქტი აზერბაიჯანისთვის ახალი „სუ-25“-ების მიწოდების თაობაზე“,-აცხადებს პანტიკო თორდია.
თუმცა, თორდიას თქმით, ომის შემდგომ რუსეთსა და საქართველოს შორის შექმნილი ვითარების გამო, „თბილავიამშენს“ ძრავების შემოტანის პრობლემები შეექმნა. საქმეში აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერი ჩაერთო. გადაწყდა, რომ აზერბაიჯანი „სუ 25“-ების ძრავებს რუსეთისგან თავად შეისყიდიდა, „თბილავიამშენი“ კი, აზერბაიჯანში, სუმგაითის საწარმოში ჩაიტანდა „სუ-25“ის აწყობისთვის საჭირო დანარჩენ კომპლექტაციას, ადგილზე ჩაყვანდა სპეციალისტებს და სწორედ იქ მოხდებოდა თვითმფრინავების აწყობა.

„სუ 25“-ებისთვის ძრავებს მანამდე სწორედ რუსეთისგან ვყიდულობდით. ომის შემდეგ ერთი თვითმფრინავის ძრავების კომპლექტის ჩამოტანა შევძელით, 2009 წელს აზერბაიჯანისთვის 18 მილიონის ღირებულების პროდუქციის მიწოდება განვახორციელეთ. მიუხედავად ჩვენი არაერთგზის მცდელობისა,  ძრავებზე ყველგან უარი გვითხრეს. ჩვენ აზერბაიჯანული მხარე საქმის კურსში ჩავაყენეთ. მათ მოგვიწყვეს შეხვედრა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის პირველ მოადგილესთან, რომელიც კურირებს სამხედრო ტექნიკის შესყიდვის მიმართულებას. ვიცე-პრემიერს ვუთხარი, რომ გამოუვალ მდგომარეობაში ვიმყოფებოდით, მან ჩვენი თანდასწრებით დარეკა რუსეთში იმ ორგანოს წარმომადგენელთან, რომელიც კურირებდა სამხედრო ტექნიკის ნაწილების ექსპორტირების საკითხს.
რუსეთის წარმომადგენელმა აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერს სატელეფონო საუბარში უთხრა, რომ მოსკოვში ჩასულიყო და საკითხი იქ გადაეწყვიტათ. აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერი მოსკოვში მეორე დღესვე გადაფრინდა, სადაც ხელი მოეწერა აზერბაიჯანისთვის ძრავების გადაცემის შეთანხმებას.
აზერბაიჯანს ამ შეთანხმებით უფლება არ ჰქონდა, ჩვენთვის მოეწოდებინა ეს ძრავები, ამიტომ ჩვენ თვითმფრინავები საქართველოში ადგილზე ძრავების გარეშე ავაწყვეთ, გავაგზავნეთ ისინი აზერბაიჯანში, ქალაქ სუმგაითის სარემონტო ქარხანაში. რა თქმა უნდა, მოხდა აზერბაიჯანელებისგან ჩვენთვის გადასახდელი თანხის კორექტირება და კონტრაქტის ღირებულების მოცულობა შემცირდა.
სუმგაიტის ქარხანაში ცალკე შენობა გამოგვიყვეს, იქ ჩავიყვანეთ ჩვენი სპეციალისტები, მუშა ხელი და სწორედ მათ ადგილზე ააწყვეს „სუ-25“-ები. თვითმფრინავებს სწორედ იქ დაუმონტაჟდა ძრავები. ამის შემდეგ მოხდა თვითმფრინავების სათანადო მომზადება – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მფრინავები, ჩვენი თხოვნით, აქედან ჩადიოდნენ აზერბაიჯანში და 2-3 ფრენას ახორცილებდნენ ახლად აწყობილი “სუ-25“-ებით, საკონტროლო ფრენას კი, აზერბაიჯანელების მფრინავი ახდენდა. ამ პროცედურების შემდეგ მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა და აზერბაიჯანმა გაწეული სამუშაოებისთვის შესაბამისი თანხა გადმოგვირიცხა. ის ინფორმაცია, რომ იქ ჩვენმა სპეციალისტებმა ადგილობრივები გადაამზადეს და ასე შემდეგ,  სიმართლეს არ შეესაბამება.

აზერბაიჯანში, სუმგაითში არის „მიგ 25“-ების სარემონტო ქარხანა. აზერბაიჯანის საჰაერო ძალების სარდალმა გვთხოვა, რომ დავხმარებოდით თვითმფრინავების საკონტროლო სტენდების მიწოდებაში, ვინაიდან მათ, თავის დროზე,  ჩვენთან გააფორმეს „სუ 25“-ების თაობაზე დაკვეთა, ჩვენ მათ ვაჩუქეთ ეს მოწყობილობები, ეს არ იყო ძვირად ღირებული ტექნიკა. არც სპეციალისტები გადაგვიმზადებია და არც ატესტაცია არ მიგვიცია… ეს იყო და ეს. სუმგაითს არ აქვს „სუ 25“-ების რემონტის ლიცენზია, არ აქვთ რესურსი და საშუალება, რომ „სუ 25“ -ებს კაპიტალური რემონტი ჩაუტარონ“,-აცხადებს თორდია.

შპს „თბილავიამშენის“ ყოფილი დირექტორი იმ უფლებამოსილ პირებსა და უწყებებზეც საუბრობს, რომელი უწყებებიც გასცემენ ნებართვას მსგავსი კონტრაქტების გაფორმების თაობაზე.

„სამხედრო დანიშნულების პროდუქციის თაობაზე კონტრაქტების გაფორმებაზე გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება მხოლოდ პრეზიდენტს აქვს, გამონაკლის შემთხვევაში – პარლამენტს. ასევე თავდაცვის სამინისტროში არსებობს სამხედრო-ტექნიკური კომისია, რომელსაც თავდაცვის მინისტრი თავმჯდომარეობს, თვითმფრინავების მაკომპლექტებელი ნაწილების გატანის და შემოტანის ლიცენზიას სწორედ ეს კომისია იძლევა, რაშიც ჩვენ შესაბამის თანხას ვიხდიდით. თავდაცვის სამინისტროს წარედგინება კონტრაქტი,  არ აქვს მნიშვნელობა, სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არსებული ორგანიზაცია ხართ, თუ კერძო.  სწორედ კონტრაქტის გაცნობის შემდეგ თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი კომისია იღებს გადაწყვეტილებას, მოგანიჭოს თუ არა ლიცენზია. როდესაც ეს კონტრაქტი გაფორმდა, მაშინ თავდაცვის მინისტრი, თუ არ ვცდები, კეზერაშვილი იყო. კომისია, რომელიც ლიცენზიებს გასცემდა, შევარდნაძის დროს უშიშროების საბჭოს დაქვემდებარებაში იყო,  შემდეგ თავდაცვის სამინისტროს დაუქვემდებარეს,“-აცხადებს თორდია.

1479171_1021127321244586_1451178346_oქვეყნის ინტერესების გათელვა და ღალატი, – ასე აფასებს „კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილი სს „თბილავიამშენსა“ და აზერბაიჯანულ მხარეს შორის 2010 წელს გაფორმებულ კონტრაქტს, რომლის თანახმადაც აზერბაიჯანს მიეცა შესაძლებლობა, გაეწია იგივე მომსახურება, რასაც კავკასიის რეგიონში უკონკურენტო „თბილავიამშენი“ წლების განმავლობაში ახორციელებდა.

კასრელიშვილი „კვირას“ მიერ მოპოვებული სკანდალური კონტრაქტის დანართში შეტანილი ცვლილებების რამდენიმე სავარაუდო მიზეზზე საუბრობს.
„კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარე ერთ-ერთ მთავარ სავარაუდო მიზეზად ფინანსურ დაინტერესებას ასახელებს, თუმცა ფიქრობს, რომ კონტრაქტის შედეგად მიღებული სახსრები არა სახელმწიფოს ბიუჯეტში, არამედ ცალკეული მაღალჩინოსნების ჯიბეებში წავიდოდა. ზაალ კასრელიშვილის თქმით, „თბილავიამშენი“ მსგავსი მნიშვნელობის კონტრაქტის გაფორმებას საქართველოს  მაშინდელი ხელისუფლების ნების გარეშე ვერ შეძლებდა.
მეტიც, „კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ კონტრაქტში ცვლილებები ყოფილმა მაღალჩინოსნებმა შეიტანეს და ეს ფინანსური მოგების მიზნით გააკეთეს. კასრელიშვილის აზრით, აუცილებელია გაირკვეს, რა გარემოებაში, ვისი თანხმობით და რის სანაცვლოდ გაფორმდა კონტრაქტი.
„კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარის თქმით, თუ დადასტურდა, რომ საქმე გვაქვს სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე მიღებულ პირად სარგებელთან, აუცილებლად უნდა დაისაჯონ საქმეში მონაწილე პირები.

„კავკასიაში „თბილავიამშენი“ უკონკურენტო იყო და ბევრი ისეთი მომსახურების გაწევა შეეძლო, როგორსაც რეგიონის ვერცერთ ქვეყანაში ვერ ასრულებდნენ. თუმცა,  ერთ დღეს, ასე ერთი ხელის მოსმით ხდება, რა?! “თბილავიამშენი“ საკუთარი ნებით იჩენს კონკურენტს, აზერბაიჯანულ მხარეს აძლევს ლიცენზიას, ამზადებს მათთვის სპეციალისტებს, გადასცემს სპეციალურ ლიტერატურას, ტექნიკურ მოწყობილობებს და ყველაფერს იმისთვის, რომ იქაც გახდეს შესაძლებელი „სუ 25“-ზე შესაბამისი საქმიანობის განხორციელება, დაკვეთების მიღება და ასე შემდეგ.
„თბილავიამშენს“ პოსტსაბჭოთა სივრცეში თავისი პროფილის ქარხნებს შორის უნიკალური შესაძლებლობები ჰქონდა, რასაც შემოჰქონდა საკმაოდ სოლიდური ფინანსური მოგება ქვეყნის ბიუჯეტში, იღებდა შესაბამის შეკვეთებს სხვადასხვა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოსგან. როგორც ჩანს, ჩვენი ქვეყნის იმჟამინდელი მაღალჩინოსნების მხრიდან სერიოზულ ფინანსურ დაინტერესებას ჰქონდა ადგილი. ვერავინ დამაჯერებს, პროცედურულად შეუძლებელია, რომ მხოლოდ „თბილავიამშენს“ გადაეწყვიტა ლიცენზიის გადაცემის საკითხი. ვფიქრობ, უნდა მოხდეს გამოძიება, თუ რა გარემოებებში, რის საფუძველზე შედგა კონტრაქტი.
იქნებ დამარცხებით შეშინებულმა ჩვენმა იმჟამინდელმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რუსეთისთვის ეჩვენებინა, რომ ის ამყარებდა კავშირებს სხვა მეზობელ ქვეყნებთან და აზერბაიჯანულ მხარესთან ეს კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ დიდი ალბათობით საქმე გვაქვს კომერციული მოგების განზრახვით გადადგმულ ნაბიჯთან. მაშინდელი ხელისუფლება და აზერბაიჯანის ხელისუფლების ის ნაწილი, რომელიც ენერგომატარებლებს კურირებდა, გარკვეულ კომერციულ ურთიერთობაში იყვნენ ერთმანეთთან. როგორ შეიძლება საქართველომ – ეკონომიკურად ისედაც საკმაოდ სუსტმა ქვეყანამ გაიჩინოს კონკურენტი და დაკარგოს შემოსავლები?! აზერბაიჯანს ამ შემთხვევაში არავითარი დანაშაული არ მიუძღვის.
ძალით შემოგვიცვივდნენ? მუქარით გაგვაფორმებინეს კონტრაქტი თუ რა?! – არა, ეს არის ფულზე დახარბებული იმჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლების, იმ მოღალატეების ერთ-ერთი სქემა, თუ როგორ ეშოვათ მეტი ფული“, – აცხადებს „კვირასთან“ საუბრისას ზაალ კასრელიშვილი.

დაინტერესდება თუ არა დღევანდელი ხელისუფლება ამ  შეთანხმებით?  დაიწყებენ თუ არა კონტრაქტის კანონიერების დადგენას ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლები?
როგორც „კვირამ“ გაარკვია,  ამ ეტაპზე პროკურატურაში  პანტიკო თორდიას წინააღმდეგ  ამ მიმართულებით საქმის წარმოება არ მიმდინარეობს.  პორტალმა ამ საკითხზე კომენტარი  თავდაცვის სამინისტროსაც სთხოვა და, სავარაუდოდ, უწყება საკუთარ პოზიციას უახლოეს პერიოდში დააფიქსირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები