ოთარ მეღვინეთუხუცესის ვარსკვლავზე დატანილი ძვირადღირებული მეტალი მოიპარეს

მარჯანიშვილის თეატრის წინ, მსახიობ ოთარ მეღვინეთუხუცესის ვარსკვლავის გარშემო დატანილი სპილენძის მეტალი მოიპარეს. აღნიშნული ინფორმაცია „კვირას“კულტურის პალატის ხელმძღვანელმა დავით ოქიტაშვილმა დაუდასტურა.
„ვიღაცა გარეწარმა მოიპარა ერთი კვირის წინ. ქალბატონი გურანდაც საქმის კურსშია. ჩვენ შეიძლება საერთოდ შევცვალოთ ვარსკვლავების ასეთი ფორმა, რადგან ვეღარ მოახერხონ გაქურდვა. ასეთი შემთხვევა მოხდა ფილარმონიის წინ ნინო რამიშვილის ვარსკვლავთან დაკავშირებითაც, რომლის აღდგენა შეუძლებელი იყო, ამიტომ მთლიანად შეცვლა მოგვიხდა. ისიც იმიტომ გაქურდეს ვიღაცა გარეწრებმა, რომ ძალიან ძვირადღირებული მეტალი იყო“, – განაცხადა ოქიტაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ის ადამინი ვინც, მსგავსი ტიპის ვარსკვლავებს ამზადებდა გარდაიცვალა.
მომხდართან დაკავშირებით „კვირა“ მარჯანიშვილის თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურსაც დაუკავშირდა. მათი ინფორმაციით, ასეთი შემთხვევები ხშირია. როგორც პრესსამსახურში აცხადებენ, ოთარ მეღვინეთუხუცესის ვარსკვლავს პირვანდელი სახე ძალიან მალე დაუბრუნდება.
შეგახსენებთ, რომ ოთარ მეღვინეთუხუცესის ვარსკვლავი მარჯანიშვილის თეტრის წინ 2006 წლის 17 სექტემბერს გაიხსნა.

11719977_926466107397269_364110289_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები