ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტებს მოუწოდებს, ხელოვნური აჟიოტაჟის შექმნისგან თავი შეიკავონ

საქართველოს პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, მთავრობაში საკადრო ცვლილებები ბუნებრივი, მუშა პროცესია. მანვე ჟურნალისტებს მოუწოდა, თავი შეიკავონ ხელოვნური აჟიოტაჟის შექმნისგან.
“მინდა, მოგიწოდოთ ყველას, ხელოვნურად ნუ ეცდებით, რომ არასტაბილურობის განცდა გააჩინოთ. თუ საჭირო იქნება პარლამენტის ხელახალი ნდობის მოპოვება, არც ეს იქნება პრობლემა.
შეგახსენებთ, რომ ივლისში, როცა 7 მინისტრი შეიცვალა, მთავრობამ ხელახლა მოიპოვა პარლამენტის ნდობა. ეს არის აბსოლუტურად გამჭვირვალე, დემოკრატიული და მუშა პროცესი. მთავრობა საჭიროებს მუდმივად განახლებას. ასე რომ, არაფერი სასკანდალო. არაფერი სერიოზული არ ხდება. ერთი მინისტრი წავა, მეორე დაინიშნება”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები