გელა დუმბაძე ბერლინში მცხოვრებ ქართველებს შეხვდა
დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე ბერლინში მცხოვრებ ქართველებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდა საქაართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ლადო ჭანტურია, ასევე ქ.ბერლინში, ქ.ჰოსტამდსა და ქ.ჰანოვერში არსებული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელები და წევრები. სამინისტროს ცნობით, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, სახელმწიფო მინისტრმა აპარატის მიერ განხორციელებულ სამუშაოებსა და დაგეგმილ პროექტების შესახებ ისაუბრა. მან ასევე ბერლინში მცხოვრები ქართველების წინაშე არსებულ პრობლემები მოისმინა. ხაზი გაესვა ორმაგი მოქალაქეობის საკითხს. ქ. ჰანოვერში არსებულმა დიასპორულმა ორგანიზაციამ მინისტრს საკვირაო სკოლებისთვის წიგნების და თვალსაჩინოების გადაცემის თხოვნით მიმართა, რომლის გადაცემაც უახლოეს მომავალში მოხდება. პატარა თანამემამულეებს შორის ჩატარდა კონკურსი ხატვაში, გამარჯვებულს გადაეცა „ვეფხისტყაოსანი“ და ლევან კობიაშვილის ხელმოწერით ბურთი. ყველა მონაწილეს გადაეცა „ვეფხისტყაოსნის“ ელექტრონული ვერსია.