ივანიშვილის ბიზნესცენტრთან დაკავებულმა პირმა 9 აპრილს სლოვაკეთის დროშას ცეცხლი წაუკიდა

ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან ცოტა ხნის წინ დაკავებული ბესო გაზდელიანის სახელს უკავშირდება გასულ წელს, 9 აპრილის მემორიალთან სლოვაკეთის დელეგაციის მიერ მიტანილი გვირგვინის ლენტის დაწვის ფაქტი.
გაზდელიანმა 9 აპრილის მემორიალთან სლოვაკეთის დელეგაციის მიერ მიტანილი გვირგვინის ლენტი დაწვა, რადგან მიიჩნია, რომ ლენტი რუსეთის დროშის ნაწილი იყო.
მოგვიანებით გაზდელიანმა ფაქტის გამო ბოდიშის მოხდაზე უარი განაცხადა.
“ლენტის მაგივრად ჯობდა, რომ მინაწერი გაეკეთებინათ, თუ რომელი ქვეყნის დელეგაციის მიერ იყო გვირგვინი დადებული. სლოვაკეთის დელეგაციას და მათ ქვეყანას ძალიან დიდ პატივს ვცემ, თუმცა ეს მათი შეცდომაა. უნდა მიმხვდარიყვნენ, რომ ეს გარკვეულ რეაქციებს გამოიწვევდა. ლენტის დაწვა არა ჩემი პირადი, არამედ იქ შეკრებილი ხალხის რეაქცია იყო“, – აცხადებდა მაშინ ბესო გაზდელიანი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან მიმდინარე აქციაზე, ერთ-ერთმა მონაწილემ და “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ბესიკ გაზდელიანმა შენობის მინა ჩაამსხვრია. იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ადგილზე დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით საქმე აღძრულია სსკ 187-ე მუხლით, რაც სხვისი ქონების განზრახ დაზიანებას გულისხმობს. შეგახსენებთ, რომ ბესიკ გაზდელიანი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრია და იგი საპარლამენტო არჩევნებშიც მონაწილეობდა.

11165828_367068426832680_50033653_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები