საქართველოს ელჩი ნეპალში იმყოფება
საქართველოს ელჩი ინდოეთის რესპუბლიკაში, აკრედიტებული ტაილანდის სამეფოში, შრი-ლანკის დემოკრატიულ სოციალისტურ რესპუბლიკაში, ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკასა და ნეპალის ფედერაციულ-დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ლევან ნიჟარაძე კატმანდუში იმყოფება.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ელჩი ნეპალში გუშინ გვიან ღამით ჩავიდა, რათა ადგილზე გაეცნოს იქ მყოფი ქართველების მდგომარეობას. დღეს ელჩი შეხვედრას გამართავს ნეპალში მდებარე გაეროს ოფისში. მათივე ინფორმაციით, ელჩი შეეცდება კონტაქტზე გავიდეს იმ ქართველთა ტურისტულ ჯგუფთან, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, პოხარაში იმყოფება. 25 აპრილს ნეპალში 7.9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.