თეა წულუკიანი: უნდა გადავდგათ პირველი ნაბიჯები, რომ მთავარი პროკურორის არჩევის ახალი წესი გაუმჯობესდეს

იუსტიციის სახლში სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი პრკურატურის რეფორმა და ამ მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯები იქნება. იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, არსებული კონსტიტუციის ფარგლებში უნდა გადაიდგას პირველი ნაბიჯები იმისთვის, რომ მთავარი პროკურორის არჩევის წესი გაუმჯობესდეს.
„ჩვენ უნდა გადავდგათ პირველი ნაბიჯები არსებული კონსტიტუციის ფარგლებში იმისთვის, რომ თუნდაც ეს წესი გაუმჯობესდეს, რომ მთავარი პროკურორი ახალი წესის მიხედვით ავირჩიოთ, რაც შეიძლება მალე და ამ არჩევაში ჩართული იყოს პარლამენტი და საზოგადოება – იქნება ეს არასამთავრობო სექტორი თუ აკადემიური წრეები“, – განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები