საქართველოში აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის ქვეყნების რეგიონული კონფერენცია გაიმართა
საქართველოში ევროპის სამთავრობოთაშორისო ორგანიზაცია EUMETSAT – მა აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის ქვეყნების რეგიონული კონფერენცია გამართა. გარემოს დაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე თემურ მურღულია, გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პირები და სპეციალისტები დაესწრნენ. მხარეებმა ჰიდრომეტეოროლოგიურ სამსახურებსა და EUMETSAT – ს შორის შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.
EUMETSAT – ის მიზანია თავის წევრ და პარტნიორ ქვეყნებს (მათ შორის საქართველოს) ოპერატიულად მიაწოდოს სატელიტური მეტეოროლოგიური ინფორმაცია, რაც ხელს უწყობს ამინდის პროგნოზების ხარისხის გაუმჯობესებას და მოსალოდნელი სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების შესახებ წინასწარი გაფრთხილებების მომზადებას. აღსანიშნავია, რომ გარემოს ეროვნული სააგენტო ორგანიზაცია- EUMETSAT-თან რამდენიმე წელია რაც თანამშრომლობს, მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დგება ამინდის პროგნოზს განსაზღვრავს.