EUMETSAT-მა აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის ქვეყნების რეგიონალური კონფერენცია საქართველოში გამართა
ევროპის სამთავრობოთაშორისო ორგანიზაცია EUMETSAT-მა აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის ქვეყნების რეგიონალური კონფერენცია საქართველოში გამართა.
EUMETSAT – ის მიზანია თავის წევრ და პარტნიორ ქვეყნებს (მათ შორის საქართველოს) ოპერატიულად მიაწოდოს სატელიტური მეტეოროლოგიური ინფორმაცია, რაც ხელს უწყობს ამინდის პროგნოზების ხარისხის გაუმჯობესებას და მოსალოდნელი სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების შესახებ წინასწარი გაფრთხილებების მომზადებას. შეხვედრას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე თემურ მურღულია, გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პირები და სპეციალისტები დაესწრნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა ჰიდრომეტეოროლოგიურ სამსახურებსა და EUMETSAT-ს შორის შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.