შინაგან საქმეთა სამინისტროს უშიშროების სამსახური გამოეყოფა
შინაგან საქმეთა სამინისტროს უშიშროების სამსახური გამოეყოფა, ამის შესახებ ჟურნალისტებს შს მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ განუცხადა.
„აუცილებლად სისტემური რეფორმები უნდა ჩატარდეს და ის წინასაარჩევო დაპირება, რომელიც უკავშირდებოდა შსს-ს რესტრუქტურიზაციას, რაც შსს-სგან უშიშროების სამსახურის გამოყოფას გულისხმობს, აუცილებლად განხორციელდება”, – განაცხადა იზორიამ.