სუბარი: ციხეებში არეულობა ხელმძღვანელობის მიერ იყო ინსპირირებული

სოზარ სუბარი გაზეთ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში სასჯელაღსრულების მინისტრის თანამდებობიდან წასვლის მიზეზებს განმარტავს და ამბობს, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტთან სერიოზული შეუთანხმებლობა ჰქონდა.
როგორც სუბარი განმარტავს, ხშირად ციხეებში ხმაური და არეულობა სწორედ დეპარტამენტის მიერ იყო ინსპირირებული, რათა სამინისტროს სპეცრაზმის შეყვანის გადაწყვეტილება მიეღო.
„ზოგადად, ციხე ძალიან მგრძნობიარე ორგანიზმია. ჩემი მინისტრობის დროს  არც ერთი ციხის დირექტორი ისე არ დამინიშნავს, რომ ხმაური არ მოჰყოლოდა, ისევე როგორც განთავისუფლებას. იყო ხელებისა და ფეხების დაჭედვები იმის გამო, რატომ მოვხსენით კონკრეტული ციხის დირექტორი. ცხადია, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ავტონომიურობის შეზღუდვას მოჰყვება პროტესტი. უამრავი ხმაური, არეულობა და შიმშილი, ძალიან ხშირად ინსპირირებული იყო სისტემის ხელმძღვანელების მხრიდან, მათ ჰქონდათ სხვადასხვა მიზანი, მათ შორის ის, რომ ციხეში სპეცრაზმი შეგვეყვანა და ვიღაც გადაჰყოლოდა ამ საქმეს. საბედნიეროდ, არც ერთხელ ასეთ პროვოკაციას არ წამოვეგეთ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები