სოსანაშვილისა და ფირცხალავას კავშირს „თავისუფალი თაობის“ წარმომადგენელი ადასტურებს
იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული გია სოსანაშვილისა და კრიმინალური პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილის ირაკლი ფირცხალავას კავშირს „თავისუფალი თაობის“ წარმომადგენელი გიორგი ყუფარაძე ადასტურებს. როგორც ის ამტკიცებს, მის მიერ მოძიებულ ინფორმაციაში, პოლიციელების სიაში სოსანაშვილის გვარიც ფიგურირებდა და მათ ქვეყანაში დესტაბილიზაცია უნდა მოეწყოთ.
მისივე თქმით, იგი დაინტერესებული იყო „სამართალდამცავთა დაცვის ლიგის“ საქმიანობით და საკითხზე მოკვლევა ჩაატარა. „სოსანაშვილის გვარი ფიგურირებდა, როგორც ფირცხალავასთან და ქადაგიძესთან ერთ-ერთი დაახლოებული პირისა. ვიცოდი, რომ მათგან იღებდა დავალებებს“, – აცხადებს ყუფარაძე.