უკრაინის პატრიარქმა ქართველები დააჯილდოვა (ფოტო, ვიდეო)
სრულიად უკრაინისა და კიევის უწმინდესმა და უნეტარესმა, პატრიარქმა ფილარეტმა უკრაინის წინაშე გაწეული ღვაწლისათვის, “თავდადებისა და სიყვარულისთვის” 29 ქართველს სპეციალური ჯილდო გადასცა. აღსანიშნავია ისიც, რომ პატრიარქმა ისინი როგორც მოხალისეები, ისე დააჯილდოვა. გარდა ამისა, მან “ქართული ლეგიონის” დროშის მებრძოლი ქართველებიც დალოცა და მათი დროშაც აკურთხა. დაჯილდოების ცერემონიალს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც დაესწრო.