17 წლის მოზარდი კიევის მილიციას წამებაში ადანაშაულებს (ვიდეო)

ინტერნეტში ვიდეო გავრცელდა, სადაც 17 წლის ევგენი გურინი კიევის სამართალდამცავებს წამებაში ადანაშაულებს.
წამების შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ადვოკატმა ტატიანა ბლიზნიუკმა დაწერა: „მე დამირეკეს აქტივისტებმა და შემატყობინეს, რომ გურინი დროებითი დაკავების იზოლატორშიც არ არის. საქმე ისაა, რომ შტაბის უფროსის მტკიცებით, გურინი დროებითი დაკავების იზოლატორში გააგზავნეს“.
როგორც გაირკვა, გურინი იზოლატორში არ მიუყვანიათ. სად იმყოფებოდა მანამდე დაკავებული – უცნობია.
ადვოკატი დარწმუნებულია, რომ იზოლატორში ნაცემ გურინს არ იტოვებენ, რადგან საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება არ სურთ.
უკრაინული პრესა ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ გურინი შესაძლოა, მაღაზია „როშენის“ დაცვამ მაშინ სცემა, როდესაც ის პლაკატის ჩამოკიდებას ცდილობდა წარწერით: „როგორ გიხდება АТО-ს მებრძოლების სისხლი“.

https://www.youtube.com/watch?v=X-JWt5bEVto

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები