IDFI: ირაკლი შიხიაშვილმა პრემიის სახით 54 516 ლარი აიღო

2013 წლის 1 ნოემბერიდან – 2014 წლის ივნისის ჩათვლით, 8 თვის განმავლობაში, თბილისის საკრებულოს წევრებზე გაიცა 1 247 206 ლარის პრემია, რაც თითქმის სამჯერ მეტია 2013 წლის საწყისი 10 თვის განმავლობაში საკრებულოს წევრებზე გაცემული პრემიების ოდენობაზე – 439 276 ლარზე, – ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ აქვეყნებს.
IDFI – ს ინფორმაციით, 2013 წლის ნოემბრიდან – 2014 წლის ივნისის თვის ჩათვლით, 8 თვის განმავლობაში, საკრებულოს მაშინდელმა თავმჯდომარემ ირაკლი შიხიაშვილმა პრემიის სახით  54 516 ლარი მიიღო, გიორგი მუსხელიშვილმა – 45 430 ლარი, გიორგი ტყემალაძემ და ჯაბა სამუშიამ – თითოეულმა 43 890 ლარი. სხვა საკრებულოს წევრების მიერ მიღებული პრემიების ოდენობა უმრავლეს შემთხვევაში არ ჩამოუვარდება 40 000 ლარს.
როგორც მოგეხსენებათ, თბილისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი ამჯერად ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზეა. ინსტიტუტი დაინტერესდა აღნიშნულ დეპარტამენტში მისი მოღვაწეობის დროს გაცემული პრემიების შესახებ ინფორმაციითაც. როგორც მიღებული დოკუმენტაციიდან ირკვევა, ბატონ ირაკლი შიხიაშვილს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობაზე არც პრემია და არც დანამატი არ მიუღია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები