კახა კალაძე მცირე და საშუალო ზომის ჰესების განვითარების ხელშეწყობისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
ვიცე-პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა და გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) კავკასიის რეგიონალური ბიუროს დირექტორმა ლარს ოერმანმა მცირე და საშუალო ზომის ჰესების განვითარების ხელშეწყობისადმი მიძღვნილი ერთობლივი ღონისძიება გამართეს.