პირადობის ახალი მოწმობის აღება ერთი თვის განმავლობაში 15 ლარი ეღირება

1-ლი დეკემბრიდან 1-ელ იანვრამდე, პირადობის ახალი მოწმობა იუსტიციის მინისტრის ინიციატივით გამოცხადებული აქციის ფარგლებში, 35 ლარის ნაცვლად 15 ლარი ეღირება.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, პირადობის ახალი მოწმობის მიღების მსურველები პირადობის დამადასტურებელ ახალ დოკუმენტს 15 ლარად სტანდარტულად 10 დღის ვადაში მიიღებენ და გათავისუფლდებიან ფოტოსურათის გადაღების 3 ლარის გადასახადისგანაც. დაჩქარებული მომსახურების მიღების მსურველებს კი 15 ლართან ერთად მხოლოდ დაჩქარების ღირებულების გადახდა მოუწევთ. აქციით სარგებლობის საშუალება ნებისმიერი ასაკობრივი კატეგორიის როგორც სრულწლოვან, ისე არასრულწლოვან მოქალაქეებს ექნებათ.
აქციაში ჩართვა შეუძლიათ იმ მოქალაქეებსაც, რომლებიც მისამართის გარეშე არიან რეგისტრირებულნი. პირადობის ახალი მოწმობის მისაღებად მოქალაქეებმა იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს უნდა მიმართონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები