კოტე კუბლაშვილი პარლამენტის მიერ ფარული მოსმენების შესახებ დამტკიცებულ კანონს მიესალმება

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი პარლამენტის მიერ ფარული მოსმენების შესახებ დამტკიცებულ კანონს მიესალმება.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას კონსტანტინე კუბლაშვილმა განაცხადა, ფარული მიყურადების პროცესში სასამართლოს ჩართვა იმ ფორმით, რა ფორმითაც ამას პრეზიდენტის მიერ წარდგენილი შენიშვნები ითვალისწინებდა, მიზანშეწონილი არ იქნებოდა, რადგან სასამართლო ხელისუფლებას თავისივე ნებართვის აღსრულება მოუწევდა. თუმცა, მისივე თქმით, სასამართლოსათვის აღნიშნული უფლებამოსილების მინიჭების შემთხვევაში, სასამართლო ხელისუფლება დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად მზად იყო.
კუბლაშვილის განმარტებითვე, საკითხზე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომაც იმსჯელა, რომელიც ფარული მოსმენების პროცესში სასამართლო ხელისუფლების მთავარ როლში ყოფნას არ ემხრობოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები