აფხაზეთის ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხზე მოლაპარაკებები გაიმართება
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და მინისტრის მოადგილე გოგი ფაცაცია აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებთან მოლაპარაკების გასამართად ერევანში გაემგზავრნენ. სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის მიზანია, აფხაზეთის ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებისა და გადმოსვენების საკითხების განხილვა. აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებთან ერევანში რიგით მე-6 შეხვედრა გაიმართება.
მხარეებს შორის მოლაპარაკება წითელი ჯვრის ეგიდით მიმდინარეობს.