ალექსანდრე ჭიკაიძე სომხეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე სომხეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა.
სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, ალექსანდრე ჭიკაიძე სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, სერჟ სარქისიანს შეხვდება.
ასევე მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის უფროსს, ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის უფროსს და საგანგებო სიტუაციების მართვის მინისტრს შეხვდება.
შეხვედრაზე მხარეები სამართალდამცავ სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.
საუბარი ასევე შეეხება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში უკანასკნელ პერიოდში განხორციელებულ რეფორმებს და ამ მიმართულებით დაგეგმილ სხვა ღონისძიებებს. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში 2 დეკემბერს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები