სომხეთის ოპოზიციური პარტიის ლიდერს, გაგიკ ცარუკიანს ქვეყნის დატოვება აუკრძალეს და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

სომხეთის ოპოზიციური პარტიის, “აყვავებული სომხეთის“ ლიდერმა, გაგიკ ცარუკიანმა, დღეს სომხეთის დატოვება ზვარტნოცის აეროპორტის გავლით სცადა,- ინფორმაცია ადგილობრივ Telegram არხებზე ვრცელდება.

აღსანიშნავია, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა წარუკიანს წასვლის საშუალება არ მისცეს.

ამავდროულად, სომხური მედია საშუალებები, ქვეყნის გენერალური პროკურორის ოფისზე დაყრდნობით, იუწყებიან, რომ მასშტაბური გადასახადებისგან თავის არიდების ბრალდებით, წარუკიანის წინააღმდეგ საჯარო სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

პრევენციული ღონისძიების სახით, მას ქვეყნიდან გასვლა აეკრძალა.

ცნობისთვის, “აყვავებული სომხეთის“ პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები