სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა თურქეთის სანაპირო დაცვის საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრში დაგეგმილ „კონტროლის ჯგუფის სწავლებაში” მიიღეს მონაწილეობა

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, თურქეთის რესპუბლიკის სანაპირო დაცვის სარდლობის ორგანიზებით, თურქეთის სანაპირო დაცვის საგანმანათლებლო სასწავლო ცენტრში დაგეგმილ „კონტროლის (აბორდაჟის) ჯგუფის სწავლებაში” მიიღეს მონაწილეობა.

სასაზღვრო პოლიციის ცნობით, კურსი შედგებოდა როგორც თეორიული, ასევე, პრაქტიკული სწავლებისგან და მისი მიზანი იყო სანაპირო დაცვის თანამშრომლების ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველოს კანონაღსრულებისა და საზღვაო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურეების არსებული უნარ-ჩვევების გაუმჯობესება და კვალიფიკაციის ამაღლება.

“სწავლების ბოლოს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეებს შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცათ”, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები