ტრამპის თქმით, აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმებას ორ-სამ დღეში მიაღწევენ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმებას შესაძლოა ორ-სამ დღეში მიაღწიონ.

„ორ ან სამ დღეში ამის გაკეთების კარგი შანსი გვაქვს. იდეალურ შემთხვევაში, ერთ საათში უნდა შევძლოთ“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.

ამერიკელმა ლიდერმა აღნიშნა, რომ ორი მხარის პოზიციებს შორის არანაირი წინააღმდეგობა არ არსებობს.

“არა მგონია, რომ რაიმე დაბრკოლება არსებობდეს. ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ძალიან ძლიერი შეთანხმების დადებასთან“, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები