ყაზახეთში თვითმფრინავი ჩამოვარდა – არის მსხვერპლი
ყაზახეთის პავლოდარის რეგიონში An-2 ტიპის თვითმფრინავი ჩამოვარდა.
ამის შესახებ ინფორმაციას Telegram-არხი „Sputnik Near Abroad“ რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ინციდენტის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ეკიპაჟის კიდევ ერთი წევრი გადაარჩინეს.
„წინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავი ელექტროგადამცემ ხაზებს შეეჯახა და შემდეგ ჩამოვარდა“, – იუწყება Telegram-ის არხი.