ცნობილი რუსი მსახიობი და წამყვანი მიხეილ პორეჩენკოვი დონეცკში ე.წ. „ნოვოროსიის“ ტერორისტების მხარდასაჭერად ჩავიდა. დონეცკის აეროპორტისთვის მებრძოლ ტერორისტებს მსახიობმა მხარდაჭერა გამოუცხადა და თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეს-სამსახურსაც გაესაუბრა. ინტერვიუს დროს მსახიობს საცეცხლე პოზიციაზე ტყვიამფრქვევიც დაუთმეს და მან დონეცკის აეროპორტის უკრაინელ დამცველებს დიდი სიხარულით გაუხსნა ცეცხლი. ინტერვიუს მიცემისას პოროჩენკოვმა სიამაყით აღნიშნა, რომ 2008 წელსაც , ცხინვალშიც ისროდა. თუ ვის ესროდა პოროჩენკოვი, ალბათ არავისთვის დიდი გამოცანა არ უნდა იყოს.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=uuf3Szj0nLI” width=”560″ height=”315″]