მარიამ ლაშხი: უპრეცედენტო არის, რომ განათლება სახელმწიფო უნივერსიტეტებში ხდება უფასო
“უპრეცედენტო არის, რომ განათლება სახელმწიფო უნივერსიტეტებში ხდება უფასო,” – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა განაცხადა.
„სწორი პოლიტიკა სახელმწიფოს აძლევს ერთი მხრივ შესაძლებლობას, რომ უფასო განათლება იყოს ხელმისაწვდომი, ასევე გეოგრაფიული განშტოება მოხდეს და ყველას, ვისაც აქვს სურვილი უმაღლესი განათლების მიღების, მიუხედავად მათი გეოგრაფიული მდებარეობისა თუ სოციალური მდგომარეობისა, ყველას ექნება ამის შესაძლებლობა“, – აღნიშნა ლაშხმა.
შეგახსენებთ, უმაღლესი განათლების რეფორმაზე მომზადებულ ცვლილებებს, დღეს დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით კომიტეტების სხდომებზე განიხილავენ.