გიორგი ჩაკვეტაძე – შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში ცვლილებებზე: საზოგადოებრივი უსაფრთხოების მთავარი მარეგულირებელი ორგანიზაცია არის შინაგან საქმეთა სამინისტრო და ეს ლოგიკური ცვლილებებია

“საზოგადოებრივი უსაფრთხოების მთავარი მარეგულირებელი ორგანიზაცია არის შინაგან საქმეთა სამინისტრო და ეს ლოგიკური ცვლილებებია,”- ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ჩაკვეტაძემ შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

“შეკრების ორგანიზატორებს ვალდებულება ექნებათ ღონისძიების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო გააფრთხილონ მუნიციპალიტეტის ორგანოს ნაცვლად.
რეალურად იცვლება განცხადების მიმართვის ადრესატი, მუნიციპალიტეტის მაგივრად ხდება შინაგან საქმეთა სამინისტრო. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მთავარი მარეგულირებელი ორგანიზაცია არის შინაგან საქმეთა სამინისტრო და ლოგიკური ცვლილებებია. ამას ჩვენი მხრიდან ექნება მხარდაჭერა“, – აცხადებს ჩაკვეტაძე.

შეგახსენებთ, შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე, დღეს პარლამენტში იმსჯელებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები