გივი მიქანაძე: მეთერთმეტე კლასის ცვლილება მნიშვნელოვანია ხარისხის გაუმჯობესებისთვის და ოჯახებისთვის, რომელთაც სკოლის გარეთ მოსწავლეების მომზადება უდიდეს ფინანსურ წნეხად აწევთ

მეთერთმეტე კლასი ფორმაციით აბსოლუტურად შეიცვლება, ჩვენ შემოგვაქვს ე.წ. რეპეტიტორიუმის კომპონენტი. ეს არის პროფილური სწავლება, მაგრამ მხოლოდ პროფილურსაც ვერ დავარქმევთ, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გივი მიქანაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

მისი განმარტებით, ეს იქნება გაძლიერებული სწავლება დისციპლინებში, რომელთაც მოსწავლე აარჩევს, რათა ეროვნული გამოცდებისთვის სრულფასოვნად მოემზადოს.

„ფაქტობრივად, ეს იქნება გაძლიერებული სწავლება მხოლოდ იმ დისციპლინებში, რომელთაც მოსწავლე აარჩევს, რათა ის სრულფასოვნად მოემზადოს ეროვნული გამოცდებისთვის. რა თქმა უნდა, ამ პროგრამაში ინტეგრირებული იქნება ეროვნული გამოცდების წინა წლების მასალებიც, ტესტები იქნება ეს თუ სხვა კომპონენტები, რათა ახალგაზრდებისთვის მაქსიმალურად ადაპტირებული იყოს ის გარემო, როდესაც ისინი ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებლად მივლენ. ეს მნიშვნელოვანია ხარისხის გაუმჯობესებისთვის; იმისთვის, რომ მოსწავლეები დავაბრუნოთ დამამთავრებელ კლასში სკოლაში და არანაკლებ მნიშვნელოვანია ოჯახებისთვის, რომელთაც სკოლის გარეთ მოსწავლეების მომზადება უდიდეს ფინანსურ წნეხად აწევთ ეროვნული გამოცდების მოსამზადებელ პროცესში“, – აღნიშნა მიქანაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები