ლევან მაჭავარიანი – თინა ხიდაშელის მიერ მომზადებულ დოკუმენტზე: მანამდე ჩვენ ვხედავდით ბოდვას რუსეთისთვის სანქციების თავის არიდებაში დახმარებასთან დაკავშირებით

„მანამდე ჩვენ ვხედავდით ბოდვას რუსეთისთვის სანქციების თავის არიდებაში დახმარებასთან დაკავშირებით,”- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა თინა ხიდაშელის მიერ მომზადებულ დოკუმენტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო სანქციების მიმართულებით ძალიან მაღალ დონეზე მუშაობს.

„მანამდე ჩვენ ვხედავდით ბოდვას რუსეთისთვის სანქციების თავის არიდებაში, დახმარებასთან დაკავშირებით.კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენს საზოგადოებას, რომ ამერიკელებმა, ევროპელებმა და ბრიტანელებმაც (სანქციების კოორდინატორებს ვგულისხმობ) დაადასტურეს, რომ საქართველო ამ მიმართულებით ძალიან მაღალ დონეზე მუშაობს, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, თინა ხიდაშელმა სახელმწიფო დეპარტამენტს დოკუმენტი გაუგზავნა,  სადაც ამტკიცებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ირანულ კომპანიებს სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები