NYT: უიტკოფი „ჰამასის“ ერთ-ერთ მაღალჩინოსანთან შეხვედრას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში სტივ უიტკოფი „ჰამასის“ მთავარ მომლაპარაკებელ ხალილ ალ-ჰაიასთან შეხვედრას გეგმავს, – ამის შესახებ „ნიუ-იორკ თაიმსი“ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის ცნობით, აღნიშნული შეხვედრა პალესტინურ მოძრაობასთან პირდაპირი კომუნიკაციის შენარჩუნების მიმართ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ინტერესზე მიუთითებს.

როგორც „ნიუ-იორკ თაიმსი“ წერს, შეხვედრის თარიღი დადასტურებული არ არის და შესაძლოა, ის შეიცვალოს.

წყაროებმა აღნიშნეს, რომ უიტკოფი ალ-ჰაიასთან ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დაცვის საკითხის განხილვას აპირებს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში ისრაელმა და „ჰამასმა“ ცეცხლის შეწყვეტისა და ტყვეების გაცვლის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები