ნინო წილოსანი – ოპოზიციაზე: ერთ წრეზე არის ჩაკეტილი ის აგენტურული მოძრაობა, რომელიც 28 ნოემბერს აქციას გეგმავს

„ერთ წრეზე არის ჩაკეტილი ის აგენტურული მოძრაობა, რომელიც 28 ნოემბერს აქციას გეგმავს,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, “როგორც ჩანს, იმ წერილისგან განსხვავებით, რომელიც გარედან მიიღო აგენტურამ და სიტყვ-სიტყვით წაიკითხა, არანაირი მითითება არ ჰქონიათ, ამ სკანდალის გახეთქვის შემთხვევაში რა პოზიცია უნდა ჰქონდეთ”.

„როგორც ჩანს, იმ წერილისგან განსხვავებით, რომელიც გარედან მიიღო აგენტურამ და სიტყვასიტყვით წაიკითხა, ამ შემთხვევაში არანაირი მითითება არ ჰქონიათ, ამ სკანდალის გახეთქვის შემთხვევაში რა პოზიცია უნდა ჰქონდეთ. ფაქტია, რომ გუშინ მესიჯში აირივნენ და ერთ წრეზე დადიოდნენ – ერთნი ამბობდნენ, რომ ძილში დაწერეს, ხოლო მეორენი – თურმე, ერთ ბაბლში დატრიალებულა ეს წერილი და მისი შინაარსი. ნამდვილად ერთ წრეზე არის ჩაკეტილი ის აგენტურული მოძრაობა, რომელიც 28 ნოემბერს აქციას გეგმავს. ეს ის 28 ნოემბერია, რომლიდანაც რამდენიმე თვით ადრე შეაჩერა ევროკავშირმა რეალურად საქართველოსთან მოლაპარაკებები. 28 ნოემბერს კი ტყუილად გამოიყვანეს ხალხი ქუჩებში და გააპროტესტებინეს, რომ თითქოს, საქართველოს მხრიდან მოხდა ამ მოლაპარაკებების გაჩერება“, – განაცხადა წილოსანმა.

შეგახსენებთ, “პრაიმ ტაიმის“ ინფორმაციით, ბრიუსელიდან მათ მიაწოდეს დოკუმენტი, რომელიც ადგილობრივ ოპოზიციას ევროკავშირის კონკრეტულმა მაღალჩინოსნებმა გაუგზავნეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები