შალვა პაპუაშვილი – ოპოზიციის აქციაზე წაკითხულ წერილზე:ეს არის პირდაპირი ყოველდღიური ხელით მართვა პროცესებისა გარედან, სადაც თითოეული სიტყვა წინასწარ ნაკარნახევია
„კიდევ ერთხელ დადასტურდა თუ რა დონეზე იმართება რადიკალიზმი საქართველოში. ეს არის პირდაპირი ყოველდღიური ხელით მართვა პროცესებისა გარედან, სადაც თითოეული სიტყვა წინასწარ ნაკარნახევია, თითოეული ნაბიჯი გათვლილია და ასე მოქმედებენ,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციისთვის ბრიუსელიდან გამოგზავნილ ტექსტზე საუბრისას განაცხადა.
„სამარცხვინო ფაქტია. თუ რასთან გვაქვს საქმე 21-ე საუკუნის საქართველოში, დამოუკიდებლობის აღდგენიდან 35 წლის თავზე, ჩვენ გვყავს ჩვეულებრივი მარიონეტები ქართული გვარ-სახელებით და პასპორტებით, რომლებიც იმართებიან გარედან იმისთვის, რომ დააზიანონ საკუთარი ქვეყანა. ასე უნდა შეხედოს ქართულმა საზოგადოებამ ამ მარიონეტების ჯგუფს, რომ მათი ერთადერთი მიზანი არის, რომ ჩვენი ქვეყანა ჩააბარონ პირდაპირ სხვებს სამართავად“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.