მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენი ქვეყანა ნამდვილად არ არის იმ კრიტიკის ღირსი, რომელიც ხშირად გვესმის, ეს დამოკიდებულება არ დაუმსახურებია – ამის მიუხედავად, ერთგულად მივყვებით იმ გზას, რაც სჭირდება ქვეყნის განვითარებას

ჩვენი ქვეყანა ნამდვილად არ არის იმ კრიტიკის ღირსი, რომელიც ხშირად გვესმის და ნამდვილად არ დაუმსახურებია ის დამოკიდებულება, რომელსაც ვხედავთ, სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.

მისი თქმით, ამის მიუხედავად, ხელისუფლება ერთგულად მიჰყვება იმ გზას, რაც სჭირდება ქვეყნის განვითარებას თუ უსაფრთხოებას.

„ყველაფერზე ძალიან კარგად საუბრობს ფაქტები, ძალიან კარგად საუბრობს დრო და დრო ყოველთვის მიგვიყვანს სიმართლემდე. ჩვენი ქვეყანა ნამდვილად არ არის იმ კრიტიკის ღირსი, რომელიც ხშირად გვესმის და ნამდვილად არ დაუმსახურებია ის დამოკიდებულება, რომელსაც ვხედავთ, სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში. ამის მიუხედავად, ერთგულად მივყვებით იმ გზას, რაც სჭირდება ქვეყნის განვითარებას, სტაბილურ მომავალს და უსაფრთხოებას ჩვენს ქვეყანაში. ღრმად ვარ დარწმუნებული, ეს სჭირდება საერთო ევროპულ უსაფრთხოებასაც. საბოლოო ჯამში, ეს არის საერთო ევროპული ინტერესი, რომ ეს ქვეყანა ამ რეგიონში იყოს განვითარებული, მშვიდობიანი, სტაბილური და ასე შეიტანოს წვლილი საერთო ევროპულ მომავალში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები