ირაკლი გოგავა – 4 ოქტომბრის მოვლენებზე: ეს იყო ოპოზიციური ძალების, რადიკალების სრული ფიასკო

„ვფიქრობ, მომხდარი უცხოური სპეცსამსახურების არაკომპეტენტურობის ბრალია”, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, ირაკლი გოგავამ 4 ოქტომბერს საპროტესტო აქციაზე განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

როგორც მან განმარტა, ეს დღე იყო ოპოზიციური ძალების, რადიკალების სრული ფიასკო.

“როგორც ჩანს, ისინი რეალობას არ იცნობენ – აქ უკვე სხვა სახელმწიფოა, 90-იან წლებში რაც იყო, ის აქ აღარ არის. რამდენიმე კვირის წინ ძალოვანი მინისტრები შეიცვალნენ, მაგრამ ძალოვანი, უსაფრთხოების სისტემა მდგრადად მუშაობს. უფრო ეფექტურად, დაჩქარებული ფორმატით მოხდა ყველაფრის მართვა. ამიტომ, დღეს საქართველო არის სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია საკუთარი თავის დაცვა. ეს ყველაფერი ჩვენ ვნახეთ. პოლიტიკური ლიდერი იყო ივანიშვილი და ამ სუვერენიტეტისთვის ბრძოლის გამო ის ნელ-ნელა ყალიბდება, როგორც ეროვნული ლიდერი.

მთავარია, ჩვენ რას მოგვიტანს სუვერენიტეტისთვის ბრძოლა – იგი ჩვენ მოგვიტანს იმას, რომ ძალიან მალე ჩვენ ვიხილავთ იმ ევროპულ და ჩრდილოამერიკულ სახელმწიფოებს, რომლებიც პოზიტიური დღის წესრიგით მოვლენ ჩვენთან, თანამშრომლობის შემოთავაზებით“, – განაცხადა გოგავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები