“უამრავი კითხვის ნიშანი ჩნდება იმ მდგენელზე, როდესაც ევროკავშირიდან არ სურთ, დაინახონ რეალური მოვლენები საქართველოში” – მათიკაშვილი

“უამრავი კითხვის ნიშანი ჩნდება იმ მდგენელზე, როდესაც ევროკავშირიდან არ სურთ, დაინახონ რეალური მოვლენები საქართველოში”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, დავით მათიკაშვილი საქართველოში ჩატარებულ, თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას აცხადებს.

როგორც მათიკაშვილი ამბობს, ევროპელი ლიდერები წერენ წერილებს, რომელთა შინაარსი დაცლილია სიმართლისგან.

“პრაქტიკულად, თვალს ხუჭავენ ისეთ მოვლენებზე, რაც შეუძლებელია, რომ ობიექტური შეფასების პირობებში გამოგრჩეს ადამიანს – როგორ ესხმიან მოძალადეები თბილისში თავს პოლიციელებს, როგორ ცდილობენ პრეზიდენტის სასახლეში შეჭრას და იქიდან ძალადობრივად წარმართვას.

ამ ყველაფერზე თვალის დახუჭვა გულისხმობს იმას, რომ თანაუგრძნობ და ახალისებ მოძალადეებს, რაც, რა თქმა უნდა, უმძიმესი მდგენელია დღევანდელი პოლიტიკური სიტუაციისა”, – განმარტავს დეპუტატი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები