ზუკა რურუა: დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დივერსიული ფაქტის აღკვეთისთვის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი „ქართული ოცნების“ ვაკის რაიონის დელეგატი ზუკა რურუა სუს-ის განცხადებას გამოეხმაურა.

„ეს დივერსიული აქტი, რომელიც სუს-მა აღკვეთა, რა თქმა უნდა დაკავშირებული იყო იმ დღესთან, როცა ეს ჯგუფი აპირებდა ხელისუფლების დამხობას და გადატრიალების მოწყობას. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ასეთი დივერსიული ფაქტის აღკვეთისთვის. ეს არის სახელმწიფოს სიძლიერე, სახელმწიფო ინსტიტუტები ასე ძლიერად მუშაობენ და ასეთი ფაქტები უმალვე არის აღკვეთილი“, – აღნიშნა რურუამ.

ცნობისთვის, სუს-ში გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად აღმოჩენილია დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები დეტონატორით“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები