გურამ მაჭარაშვილი: ხელისუფლების დამხობის და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე, თავიდან ბოლომდე არიან პასუხისმგებლები ის უცხოელი აქტორები, რომლებიც ახალისებდნენ ამ ძალადობრივ აქციებს
„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
„ძალადობრივ აქციაზე, ნივთების დაწვაზე, ამ ხელისუფლების დამხობის და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე, თავიდან ბოლომდე არიან პასუხისმგებლები ის უცხოელი აქტორები, მათ შორის ელჩები, რომლებიც ახალისებდნენ და სამწუხაროდ, დღემდე ახალისებენ ამ ძალადობრივ აქციებს”,- აღნიშნა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების გამო, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე დააკავეს. მათ პროკურატურა ბრალს დღეს წაუყენებს, რის შემდეგაც აღკვეთის ღონისძიებაზე უკვე სასამართლო იმსჯელებს.