დავით მათიკაშვილი: ყველა ის პირი, ვინც ხელი ასწია საკუთარ ქვეყანაზე, ბუნებრივია, რომ პასუხს აგებს

,,ყველა ის პირი, ვინც ხელი აწია საკუთარ ქვეყანაზე, შეეცადა ხელისუფლების უკანონოდ ხელში ჩაგდებას, ბუნებრივია, რომ სახელმწიფოს და ხალხის წინაშე პასუხს აგებს”, – ასე გამოეხმაურა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებს.

მისივე თქმით, არჩევნებამდე ღიად საუბრობდნენ ხელისუფლების დამხობაზე, ამ უმძიმესი დანაშაულის მიმართ კი სახელმწიფო შეუვალი იქნება.

„4 ოქტომბრამდე, არჩევნებამდე პირდაპირ, ღიად საუბრობდნენ, ამბობდნენ იმას, თუ როგორ გეგმავენ ხელისუფლების დამხობას. სინამდვილეში ამ ადამიანებმა მოახდინეს თვითდამხობა. საკუთარი მომავალი პრაქტიკულად დააყენეს კითხვის ნიშნის ქვეშ, რადგანაც ამ უმძიმესი დანაშაულის ჩადენის მიმართ სახელმწიფო იქნება შეუვალი და ამის შესახებ ხელისუფლება აფრთხილებდა ყველას. ყველა ის პირი, ვინც ხელი აწია საკუთარ ქვეყანაზე, საკუთარ საზოგადოებაზე სამართალდამცავ ორგანოებზე, შეეცადა ხელისუფლების უკანონოდ, ძალადობრივად ხელში ჩაგდებას, ბუნებრივია, რომ სახელმწიფოს და ხალხის წინაშე პასუხს აგებს“, – აცხადებს მათიკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები