“თვითმმართველობა ხელისუფლების რგოლია, თუმცა, ყველაზე მეტად უნდა იყოს დაცლილი პოლიტიკისგან” – ნინო რუხაძე
“თვითმმართველობა ხელისუფლების რგოლია, თუმცა, ყველაზე მეტად უნდა იყოს დაცლილი პოლიტიკისგან. ეს არის სარბიელი, სადაც უნდა კეთდებოდეს ხელშესახები საქმეები და როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია აქ თანამშრომლობით რეჟიმში უნდა იყვნენ”, – ამის შესახებ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო რუხაძემ „ დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.
„დღეს ვირჩევთ ჩვენი მუნიციპალიტეტების მერებს, საკრებულოს წევრებს, იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ რეალური ბერკეტები, უფლებამოსილება იმისთვის, რომ უკეთესი გახადონ ის გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ. ადგილობრივ თვითმმართველობაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად კომფორტულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რამდენად გამწვანებულ და უსაფრთხო გარემოში ვცხოვრობთ, რამდენად კეთილმოწყობილია ის სასწავლო დაწესებულებები, რომლებშიც ჩვენი შვილები დადიან, რამდენად ხელმისაწვდომია ჩვენი მოქალაქეებისთვის ხარისხიანი ჯანდაცვა.
თვითმმართველობა ხელისუფლების რგოლია, თუმცა, ყველაზე მეტად უნდა იყოს დაცლილი პოლიტიკისგან. ეს არის სარბიელი, სადაც უნდა კეთდებოდეს ხელშესახები საქმეები და როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია აქ თანამშრომლობით რეჟიმში უნდა იყვნენ“, – აღნიშნა რუხაძემ.