გიორგი მარგველაშვილი იაპონიას ეწვია (ვიდეო)

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პირველ ლედისთან და ქართულ დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით იაპონიას ეწვია.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ტოკიოს „ჰანედას“ საერთაშორისო აეროპორტში ქვეყნის პირველ პირს იაპონიის სახელმწიფო მინისტრი საგარეო საკითხებში მინორუ კიუჩი დახვდა, რომელთანაც მოგვიანებით შეხვედრა გამართა.
აეროპორტში ასევე იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ტიოშიო კაიტანი მეუღლესთან – ჰარუე კაიტანთან ერთად იმყოფებოდა.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=nt6b7SVD-uc” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები