გორში „ქართული ოცნების“ ოფისი გაძარცვეს – წაღებულია ტექნიკა

  გორში „ქართული ოცნების“ რაიონული ოფისი გაძარცვეს. როგორც “კვირას“ პარტიის გორის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ნინო ზურაბიშვილმა განუცხადა, პირველადი დათვალიერებით წაღებულია კომპიუტერული ტექნიკა.
“ამ დროისთვის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ, ჯერჯერობით ოფისში შესვლის საშუალება არ გვეძლევა, პირველადი დათვალიერებით წაღებულია კომპიუტერული ტექნიკა“,- განუცხადა “კვირას“ ნინო ზურაბიშვილმა. მისი თქმით, ეს გორში „ქართული ოცნების“ რაიონული ოფისის გაძარცვის პირველი ფაქტია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები