კრწანისის ქუჩაზე ყაჩაღობა მოხდა
კრწანისის ქუჩაზე ყაჩაღობის მიზნით საცხოვრებელ ბინაში რამდენიმე პირი მოტყუებით შეიჭრა. თავდამსხმელებმა თანხისა და ძვირფასეულობის მოთხოვნით, სამი წლის ბავშვი და დედა შებოჭეს. მეზობლების თქმით, ყაჩაღებმა დიასახლისს ბასრი იარაღით ჭრილობები მიაყენეს, მცირეწლოვანი ბავშვი კი საიზოლაციო ლენტით ჰყავდათ დაბმული. როგორც მეზობლები აცხადებენ, ამ ოჯახს უკვე მეორედ დაესხნენ თავს.