ბარსელონაში ორი ქართველი ქალი დააკავეს
ესპანეთში, ქალაქ ბარსელონაში თაღლითობისა და ქურდობის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქე ორი ქალბატონი დააკავეს.
პოლიციამ 40 და 36 წლის ქალბატონები ლესკორტსის ფეშენებელურ უბანში აიყვანა.
სამართალდამცველების განცხადებით, დაკავებულები ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფთან თანამშრომლობდნენ და მათ იმ მარტოხელა მოხუცი ქალბატონების შესახებ აწვდიდნენ ინფორმაციას, ვისთანაც მომვლელად მუშაობდნენ. ჯგუფის სხვა წევრების დასაკავებლად გამოძიება გრძელდება.