მედვედევი: რუსეთი არ ისწრაფვის ბირთვული იარაღის გამოყენებისკენ
რუსეთს შეუძლია საჭიროების შემთხვევაში ბირთვული იარაღი გამოიყენოს, მაგრამ ქვეყნის ხელმძღვანელობაში არ არიან „გიჟები“, რომლებიც ამისკენ ისწრაფვიან, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.
„მოსკოვის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენებაზე საუბრისას მედვედევმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ეს ბუნებრივია, როცა საჭიროა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ამისკენ არ ვისწრაფვით“, – ციტირებს „რია ნოვოსტი“ ნაწყვეტს ტელეკომპანია Al Arabiya-ზე მედვედევის ინტერვიუდან.
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დასძინა, რომ რუსეთის ხელმძღვანელობაში არ არიან გიჟები და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების ბარიერი შემცირდა ბირთვული შეკავების ახალი პრინციპების შესაბამისად.