სალომე ზურაბიშვილი: იქნება ახალი არჩევნები, ტექნიკური მთავრობა – როდის იქნება? მე, როგორც კაკულია, ისე გეტყვით, რომ ვხედავ, მაგრამ თარიღებს ვერ გეტყვით

იქნება ახალი არჩევნები, ტექნიკური მთავრობა, კოალიცია. როდის იქნება? მე, როგორც კაკულია, ისე გეტყვით, რომ ვხედავ, მაგრამ თარიღებს ვერ გეტყვით, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „მთავარ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ყველაფერი ხდება, ქარტიაც შესრულდება, დარწმუნებული ვარ, ეს არის ჩვენი გზა, [კრიზისიდან] გამოსვლის გზა, მაგრამ წინასწარმეტყველი კი არ ვარ, რომ გითხრათ, როდის და რა მოხდება, ყველაფერი მიდის იქითკენ. ახალი არჩევნები ხომ იყო ქარტიაში გათვალისწინებული? ახალი არჩევნები უთუოდ იქნება. თუ ამ ქვეყნის მომავალი და ბედი არის, რომ იყოს სტაბილური და გააგრძელოს თავისი წინსვლა, რისიც მე მჯერა, მაშინ იქნება ახალი არჩევნები, იქნება ტექნიკური მთავრობა, კოალიცია. როდის იქნება? მე, როგორც კაკულია, ისე გეტყვით, რომ ვხედავ, მაგრამ თარიღებს ვერ გეტყვით“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები